სიენგიუნი (იღბლიანი ღრუბლები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიენგიუნი, ჩინეთი, XVII-XVIII საუკუნეები
იღბლიანი ღრუბლები, ჩინეთი, XVII-XVIII საუკუნეები

სიენგიუნი (ჩინ.: 祥云) — სტილიზებული ღრუბლები ტრადიციულ, ჩინურ დეკორაციაში.[1] აგრეთვე ცნობილი, როგორც იუნვენი (ჩინ.: 云纹), სიხარულის ღრუბლები, ან იღბლიანი ღრუბლები.

სიენგიუნი ჩინური ხელოვნების ყველაზე ხშრად გამოყენებული, იღბალთან ასოცირებული ნიმუშია.[2] ღრუბლების ორნამენტის ჩანასახები ჯერ კიდევ შანგისა და აღმოსავლეთ ჭოუს დინასტიის დროს ჩნდება[3] და წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს დეკორაციის ელემენტსა და ორნამენტს, რომელსაც ვხვდებით ჩინურ ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ტექსტილსა და ტანისამოსში.[4] ჩინურ ტექსტილზე გამოყენებულ სიენგიუნს გააჩნია მრავალი, ერთმანეთისაგან განსხვავებული ფორმა.[5] ღრუბლების ეს გამოსახულება ჩინეთში მრავალი საუკუნის მანძილზე, თაობიდან თაობას გადაეცემა და დღემდე ფასობს, როგორც ჩინური, ტრადიციული კულტურის მნიშვნელოვანი გადმონაშთი.

მისი ისტორიის საწყის ეტაპზე, ღრუბლები მოქცეული იყო რიტუალური და ლიტურგიული ჩარჩოს ფარგლებში, სადაც სიენგუნი ხშრად ასოცირდებოდა ღვთაებებთან და იღბლის მომტანად აღიქმებოდა. ჩინურ მითოლოგიაში მითოლოგიური არსებები და ღვთაებები ცხოვრობდნენ ღრუბლებში. დაკავშირებული იყო ჩინელ უკვდავებთან (Xian) და მათ რეზიდენციასთან მთა ფენგლაიზე.[6][7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]