სევის კვირაცხოველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სევის კვირაცხოველი — არქიტექტურული ძეგლი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სევში, სოფლის აღმოსავლეთით, სასაფლაოს შესასვლელთან.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სევის კვირაცხოვლის ეკლესია ახალი აშენებულია. ეკლესიის ადგილას ძველი ნიში ყოფილა. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. გადახურვა ორფერდობაა, გადახურულია კრამიტით. ეკლესია დგას ხელოვნურად შექმნულ ბაქანზე. მას ორსაფეხურიანი ცოკოლი შემოუყვება. ეკლესიაში შესასვლელი კარი სამხრეთ კედელშია დატანილი. შიდა სივრცე ნათდება დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ კედელში დატანილი მცირე ზომის თითო-თითო სარკმლით. ეკლესია გარედან ბაზალტის ქვითაა მოპირკეთებული. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თავზე რელიეფური ჯვარია გამოსახული. ეკლესიას გარშემო ბეტონისა და რკინის კონსტრუქციის ღობე შემოუყვება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16621