საჯარო ვაჭრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საჯარო ვაჭრობა — წესი, რომლითაც საჯარო ხელისუფლება ყიდდა მოვალის ქონებას (თუ იგი უმემკვიდრეოდ გადაეგებოდა, — დარჩენილ ბეითალმან ქონებას) და ისტუმრებდა მის ვალებს; აგრეთვე სახელმწიფოს მიერ საშემოსავლო წყაროების იჯარით გაცემის წესი. საჯარო ვაჭრობა გულისხმობდა მყიდველთა თუ მეიჯარეთა შეჯიბრებას (აუქციონს). იგი ერთგვარად მოქმედებდა ფეოდალურ საქართველოშიც. კერძოდ, ქონების ლიკვიდაცია ანუ „ქისპით გაყიდვა“, მალიგორად გაყოფასავით, უმთავრესად ქალაქად იცოდნენ.