საძეგურის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საძეგურის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ საძეგურში, მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.

ყორექვით ნაგები ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით, ასიმეტრიული აბსიდის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი.

ტრაპეზის ქვასთან დევს ჯვრის ბუნის ქვა, რომელიც შებათქაშებულია. არქიტრავული შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კედლები შემორჩენილია 3-3,5 მეტრზე.

ძეგლი სერიოზულად არის დაზიანებული. კამარა და კონქი ჩამოქცეულია, გარღვეულია კედლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 157