საძეგურის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საძეგურის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ საძეგურში. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში გაჭრილია ასევე სწორკუთხა სარკმელი. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო ნიშაა.

ჩრდილოეთ კედელში მოწყობილია არქიტრავული შესასვლელი. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლები გარღვეულია. იატაკი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვითა და მიწით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 158