საქართველოს სოფლის მეურნეობა (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობა)

„საქართველოს სოფლის მეურნეობა“ — ქართული ყოველთვიური სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი, საქართველოს სსრ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის ორგანო. დაარსდა 1921 წელს თბილისში. ჟურნალი გამოდიოდა სახელწოდებებით „მიწის მუშა“, „ახალი სოფელი“, „სოფლის მეურნეობა“ და სხვა. 1967 წლის იანვრიდან გამოდიოდა „საქართველოს სოფლის მეურნეობის“ სახელწოდებით. ჟურნალი ამუშავდება სოფლის მეურნეობის პრობლემურ საკითხებს. მისი ავტორები იყვნენ სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე მეცნიერ მუშაკები, სოფლის მეურნეობის ნოვატორები და ორგანიზატორები, აგრეთვე სოფლის მეურნეობის მომიჯნავე დარგების სპეციალისტები. სხვადასხვა დროს ჟურნალის რედაქტორები იყვნენ ბ. იაკობაშვილი, გ. ბადრიშვილი, ე. მახარაძე და სხვები. 1966 წელს ჟურნალის რედაქტორად დაინიშნა გ. ჩაგელიშვილი. ტირაჟი იყო — 19 ათასი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]