სარეკის ღვთაების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სარეკის ღვთაების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, 1 კმ-ზე, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე. ეკლესია დაზიანებული ყოფილა მისი აღდგენა და რესტავრირება მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.

ეკლესია დარბაზულია (8,2X10,7 მ). ნაგებია ყორექვით, წყობა თარაზულია. გეგმა ტრაპეციის ფორმისაა. ასიმეტრიული აფსიდის მხრები და კონქის თაღი ერთსაფეხურიანია. გვერდებზე თითო მცირე ნიშაა გამოკვეთილი, დარბაზში გრძივი კედლების წყვილ პილასტრის კაპიტელებს კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ინტერიერს განივი კედლებისა და სამხრეთი კედლის ცენტრალურ ნაწილებში გაჭრილი თაღოვანი სარკმელი ანათებს. კარი ორია: ერთი შიგნიდან თაღოვანი, ნაოთხალი — დასავლეთ კედელში, მეორე კი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში, ქვის ფილებით დაგებული იატაკი საკურთხეველში ერთი საფეხურითაა შემაღლებული. ფასადებზე ქვის წყობისათვის დამახასიათებელია დიდი და მცირე ზომის ქვის რიგების მონაცვლეობა. კარ-სარკმლის საპირეებად და კუთხეებში შედარებით დიდი ზომის ქვებია გამოყენებული. კარნიზი თაროს ფორმისაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6485