საგლეხო ბანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საგლეხო ბანკი, საგლეხო საადგილმამულო ბანკი, დაარსდა 1882 წელს როგორც რუსეთის სახელმწიფო საიპოთეკო ბანკი, რომლის ამიერკავკასიის განყოფილება გაიხსნა თბილისში 1906 წელს. საგლეხო ბანკი მიზნად ისახავდა ბატონყმული მეურნეობის შენარჩუნებისა და კულაკური მეურნეობის გავრცელებას. 1885 წლამდე გლეხებს სესხი ეძლეოდათ მხოლოდ მიწის შესაძენად. 1885 წელს ბანკის წესდება შეიცვალა, მიიღო მიწის შესყიდვისა და კრედიტის გაგრძელების უფლრბა. 1906-1910 წლებში საგლეხო ბანკმა შეიძინა 4829,9 ათასი ჰა მიწა, მათ შორის 84% მემამულეებისა იყო. 1914 წელს მიწის გირაოში დაბანდებული სესხის თანხამ 1344 მლნ. მანეთი შეადგინა. საგლეხო ბანკი ლიკვიდირებულ იქნა 1917 წლის 25 ნოემბერს (8 დეკემბერს).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 615, თბ., 1984