რჩეული რადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული რადარუსეთის სამეფოს ფაქტობრივი მთავრობა XVI საუკუნის შუაში. დაკომპლექტებული იყო ივანე IV-ის თანამოაზრეებით. მასში შედიოდნენ აზნაური ადაშევი, კარის მღვდელი სილვესტრი, მიტრპოლიტი მაკარი და სხვები. რადა ატარებდა რეფორმებს, წყვეტდა საგარეო პოლიტიკის და სასამართლოს საკითხებს, ნიშნავდა თანამდებობის პირებს. რადას საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა, გამოიცა ივანე IV-ის სამართლის წიგნი, შეიქმნა მეთოფეთა ჯარი. რადა გაუქმდა 1560 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]