რუისპირის ლომისას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუისპირის ლომისას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ რუისპირის სამხრეთით, ტყეში, წმინდა შიოს მონასტრისკენ მიმავალი გზის პირას. სავარაუდოდ, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით თითქმის კვადრატული (4,7 x 3,8 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, XX საუკუნის 80-იან წლებში სოფლის მოსახლეობას კედლების დანგრეული ნაწილები თეთრი აგურით აღუდგენია და ეკლესია შიფერით გადაუხურავს. ერთადერთი სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთიდანაა.

ერთადერთი, სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან ჩასმულია სწორკუთხა, კედლის სიბრტყეში ოდნავ შეღრმავებულ არეში, შიგნიდან კი — შეისრულთაღოვანია. აღმოსავლეთით, შებრტყელებული ნახევარწრის დორმის აფსიდის ცენტრში სარკმელია (ამჟამად ამოქოლილია) გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს კი თითო ოთხკუთხა ნიშაა მოწყობილი. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის გვერდებზე, თითო, მცირე ზომის, სწორკუთხა ნიშაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]