რომის დიდი ხანძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნერონის ჩირაღდნები, ავტ. გენრიხ სემირადსკი. ტაციტუსის მიხედვით ნერონი ცეცხლის გაჩენაში ქრისტიანებს ადანაშაულებდა

რომის დიდი ხანძარი ისტორიკოს ტაციტუსის თანახმად დაიწყო 64 წლის 18 ივლისის ღამეს ცირკუს მაქსიმუსის გარმშემო შეჯგუფებულ მაღაზიებში. ვინაიდან იმ პერიოდში რომაელთა უმრავლესობა ხის სახლებში ცხოვრობდა, ხანძარი სწრაფად მოედო მეზობელ უბნებს. სვეტონიუსის მტკიცებით ხანძარი ექვსი დღე და შვიდი ღამე მძვინვარებდა და მან თოთხმეტი უბნიდან ოთხი სრულიად გაანადგურა, შვიდი კი ძლიერ დააზიანა. ასევე განადგურდა ნერონის სასახლე, იუპიტერის ტაძარი და ვესტას ტაძრის სამსხვერპლო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]