რეპლისომა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეპლისომის სტრუქტურა დნმ-ის რეპლიკაციის დროს

რეპლისომა — კომპლექსური მოლეკულური მანქანა, რომელიც დნმ-ის რეპლიკაციას უძღვება. თავდაპირველად რეპლისომა ორჯაჭვიან დნმ-ს თითო ჯაჭვებად შლის. თითოეული ცალკეული ჯაჭვისთვის სინთეზირდება დნმ-ის ახალი, კომპლემენტარული მიმდევრობა. ამ პროცესის საბოლოო შედეგია დნმ-ის ორი ორჯაჭვიანი მიმდევრობის წარმოქმნა, რომლებიც ორჯაჭვიანი დნმ-ის საწყისი მიმდევრობის ასლებს წარმოადგენს.[1]

სტრუქტურის თვალსაზრისით, რეპლისომა შედგება ორი რეპლიკაციური პოლიმერაზის კომპლექსებისგან, რომელთაგან ერთ-ერთიც ასინთეზირებს ლიდერ ჯაჭვს, მეორე კი ჩამორჩენილ ჯაჭვს. რეპლისომა შედგება მრავალი სხვადასხვა ცილისგან, მათ შორისაა ჰელიკაზა, რეპლიკაციის C-ფაქტორი, პროლიფერირებადი უჯრედის ბირთვის ანტიგენი (პუბა), გირაზა/ტოპოიზომერაზა, ერთჯაჭვიან დნმ-თან მბმელი ცილა/რეპლიკაციური ცილა A, პრიმაზა, დნმ-პოლიმერაზა III, რნმ-პოლიმერაზა H და ლიგაზა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • DNA+replisome at the US National Library of Medicine Medical Subject Headings (MeSH)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Yao, Nina Y.; O'Donnell, Mike (2010). „SnapShot: The Replisome“. Cell. Elsevier BV. 141 (6): 1088–1088.e1. doi:10.1016/j.cell.2010.05.042. ISSN 0092-8674.