რაფაელ ვან დერ ვაარტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაფაელ ვან დერ ვაარტი
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
Van der Vaart Oranje.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი რაფაელ ფერდინანდ ვან დერ ვაარტი
დაბ. თარიღი 11 თებერვალი 1983 (1983-02-11) (ასაკი 30)
დაბ. ადგილი    ჰემსკერკი, ნიდერლანდის დროშა ჰოლანდია
სიმაღლე 175 სმ.
პოზიცია შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
ამჟ. კლუბი ჰამბურგი
ნომერი 23
ახალგაზრდობის კლუბები
1987–1993
1993–2000
დე კენემერსი
აიაქსი
პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მატჩი (გოლი)*
2000–2005
2005–2008
2008–2010
2010–2012
2012-
აიაქსი
ჰამბურგი
რეალი
ტოტენჰემი
ჰამბურგი
117 (52)
74 (29)
58 (11)
63 (24)
0 (0)   
ეროვნული ნაკრები2
2001– ნიდერლანდი 100 (19)


2 ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია
თარიღით 1 სექტემბერი, 2012 (UTC).
* მატჩებში მონაწილეობა (გოლები)

რაფაელ ვან დერ ვაარტი (დ. 11 თებერვალი, 1983) — ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ნიდერლანდის ეროვნული ნაკრების წევრი.

სექციების სია

საკლუბო კარიერა [რედაქტირება]

რაფაელ ვან დერ ვაარტმა ახალგაზრდული საფეხბურთო კარიერა დაიწყო „დეკენემერსში“. 1993 წელს გადავიდა „აიაქსის“ ახალგაზრდულ აკადემიაში. მისი პროფესიონალური დებიუტი ამ კლუბში შედგა 2000 წელს 19 აპრილს. 2000-2001 წლების სეზონში მწვრთნელმა კო ადრიაანსემ ის შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაიყვანა. ვან დერ ვაარტი ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა და იმ სეზონში 7 გოლი გაიტანა. 2002-03 წლების სეზონში მან 21 თამაშში 18 გოლის გატანა მოახერხა.

2005 წელს ის გადავიდა „ჰამბურგში“, სადაც პირველივე წელს გამოიჩინა თავი და გაიტანა 9 გოლი. ვან დერ ვაარტი შემდეგი სეზონისთვის კლუბის კაპიტნად დაინიშნა, თუმცა 2006-2007 წლის სეზონი საკმაოდ რთული აღმოჩნდა „ჰამბურგისთვის“. ვან დერ ვაარტის შეძენის სურვილი გამოთქვა „რეალმა“, მაგრამ ჰოლანდიელი კიდევ ერთი წლით დარჩა ჰამბურგში.

2008 წლის 4 აგვისტოს ვან დერ ვაარტი გადავიდა მადრიდში 13 მილიონი ევროს საფასურად. მადრიდში მან ორი სეზონი გაატარა. 2010 წლის 31 აგვისტოს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 საათით ადრე ვან დერ ვაარტი 8 მილიონ ევროდ შეიძინა „ტოტენჰემმა“. ახალ კლუბში ვან დერ ვაარტი იყო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და საკვანძო ფიგურა „ტოტენჰემის“ მწვრთნელის ჰარი რედნაპის ტაქტიკაში. 2012 წელს კლუბში ახალი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში მივიდა, ვან დერ ვაარტმა დატოვა ინგლისი და თავის ყოფილ კლუბს - „ჰამბურგს“ - დაუბრუნდა.

სანაკრებო კარიერა [რედაქტირება]

ვან დერ ვაარტის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა 2001 წელს. მას შემდეგ ვან დერ ვაარტმა ხუთ დიდ საფეხბურთო ტურნირში მიიღო მონაწილეობა: სამჯერ ევროპის (2004, 2008 და 2012) და ორჯერ მსოფლიოს (2006 და 2010) ჩემპიონატებზე.

2004 და 2006 წლებში ის სათადარიგო მოთამაშე იყო. ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მან ადგილი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაიმკვიდრა, სასტარტო თრთმეტეულში ხვდებოდა ის 2010 და 2012 წლების ჩემპიონატებზეც.

ტიტულები [რედაქტირება]

პირადი და ოჯახური ცხოვრება [რედაქტირება]

2005 წლის 10 ოქტომბერს ვან დერ ვაარტი დაქორწინდა ჰოლანდიელ მსახიობზე სილვიე მეისზე. წყვილი „ახალ ბექჰემებად“ ომნათლეს. ერთი წლის შემდეგ მათ შეეძინათ ბიჭი დამიენი.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]