რასელ-აინშტაინის მანიფესტი
იერსახე
რასელ-აინშტაინის მანიფესტი გამოიცა ლონდონში 1955 წლის 9 ივლისს ბერტრან რასელის მიერ ცივი ომის პიკის პერიოდში. მასში ხაზგასმული იყო ბირთვული იარაღის საშიშროებები და მოუწოდებდა მსოფლიო ლიდერებს საერთაშორისო კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები მოეძებნათ. მანიფესტს ხელი მოაწერა 11 წამყვანმა ინტელექტუალმა და მეცნიერმა, მათ შორის ალბერტ აინშტაინმა, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე 1955 წლის 18 აპრილს. გამოცემიდან ნამდენიმე დღეში ფილანტროპმა კირუს ეტონმა მანიფესტში მოწოდებული კონფერენციის სპონსორობა ითავა პაგუოში, ნოვა სკოტია. კონფერენცია, რომელიც 1957 წლის ივლისში ჩატარდა იყო პირველი პაგუოშის სამეცნიერო კონფერენციათა სერიაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Op-Ed: The 50-Year Shadow by Joseph Rotblat, New York Times, May 17, 2005.
- Meeting the Russell–Einstein Challenge to Humanity დაარქივებული 2005-05-25 საიტზე Wayback Machine.
- The Origins of the Russell-Einstein Manifesto დაარქივებული 2013-01-14 საიტზე Wayback Machine.