ჟინვალის ეკლესია და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟინვალის ეკლესია და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილი სოფლის ჟინვალის სამხრეთ ნაწილში. ამჟამად დაფარულია წყლით. 1973-1976 წლებში გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

ეკლესია ნაგები იყო ნატეხი ქვით, აგურითა და რიყის ქვით. განეკუთვნებოდა გვიანდელ შუა საუკუნეებს. შემორჩენილი იყო ნახევარწრიული აფსიდის სამხრეთი გვერდისა და სამხრეთი კედლის ნაწილი. ეკლესიაში გამოვლინდა მოგვიანებით მოწყობილი კერის კვალი, სამშენებლო იარაღის, საოჯახო და სამეურნეო თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ეკლესიაში და მის გარშემო გათხრილია რამდენიმე უინვენტარო ორმოსამარხი.

სამაროვანზე გათხარეს I-III საუკუნეების სამარხი. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა - სამტუჩა, ხორკლიანზედაპირიანი, მუცლიანი ხელადა, რკინისა და ბრინჯაოს რგოლები, საკინძი, შუბისპირი, დანა, ბრინჯაოს აბზინდა და სხვა, რომლებიც დაცულია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]