პტერიდოსპერმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პტერიდოსპერმები, თესლოვანი გვიმრები (Pteridospermae, Lyginopteridopsida, Cycadofilices) — უძველესი ამომწყდარი შიშველთესლოვანი მცენარეების ჯგუფი. გამოჩნდნენ დევონური პერიოდის ბოლოს და მიაღწიეს ადრინდელ ცარცულ ეპოქას.

გარეგნულად მცირე ნაწილი წააგავდა ხისებრ გვიმრებს (ამიტომაც ადრე გვიმრებად მიიჩნევდნენ). პტერიდოსპერმები განსხვავებულსპორიანი მცენარეები იყო. მიკროსპორანგიუმები თავმოყრილი ჰქონდათ სორუსებად ანდა ქმნიდნენ სინანგიუმებს. თესლკვირტები განლაგებული იყო ვეგეტატიურ ფოთლებზე, ზოგიერთისა — მოქცეული იყო დახურულ ან ნახევრად დახურულ სათავსში — კუპულაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 224,. თბ., 1984