The Prodigy
| The Prodigy-ს | ||
|---|---|---|
The Prodigy-ს კონცერტზე 2009 წელს
|
||
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | ბრეინტრი, ესექსი, ინგლისი | |
| ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი | |
| აქტიური | 1990 – დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Take Me to the Hospital, Ragged Flag, Cooking Vinyl, XL, Beggars Banquet, Mute, Maverick, Warner Bros., Elektra | |
| საიტი | www.theprodigy.com | |
| წევრები | ||
| ლიამ ჰაულეტი კიტ ფლინტი მაქსიმ რეალითი |
||
| ყოფილი წევრები | ||
| ლიროი თორნჰილი შარკი |
||
The Prodigy-ს — ინგლისური მუსიკალური ჯგუფი. მათი მუსიკა მრავალი მუსიკალური სტილის ნაზავია, რომელიც მოიცავს რეივს, ჰარდკორ ტექნოსა და ინდასტრიალს - 1990-იანების დასაწყისში, ხოლო მოგვიანებით, ალტერნატიულ როკსა და ბიგბითს პანკის ვოკალური ელემენტებით. ჯგუფის ამჟამინდელი შემადგენლობაა: ლიამ ჰაულეტი (კომპოზიტორი/კლავიშები), კიტ ფლინტი (მოცეკვავე/ვოკალისტი) და მაქსიმ რეალითი (ემსი/ვოკალისტი).
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
Experience [რედაქტირება]
ჯგუფის კარიერა დაიწყო 10 კომპოზიციისგან შემდგარი დემო-ჩანაწერი, რომელიც ლიამმა შეადგინა. ლეიბლი XL Recordings დაინტერესდა ამ დემოთი და 1991 წლის თებერვალში გამოსცა "What Evil Lurks"-ის 12" სინგლი.
ჯგუფის პირველი გამოსვლა (კიტ ფლინტთან და ლიროი თორნჰილთან ერთად) შედგა ლონდონში. "Charly", შემდეგი სინგლი, გამოიცა რამდენიმე თვის შემდეგ და მაშინდელ რეივ-სცენაზე ნამდვილ სენსაციად იქცა. ასეთივე წარმატება ჰქონდა ენერგიულ სინგლს "Everybody in the Place".
შუალედში, "Charly"-ს წარმატებას მოჰყვა პირველი სტუდიური დისკი Experience, რომელიც ლონდონის რეივ-სცენაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. მაგრამ ჯგუფმა მხოლოდ რეივის განხრა არ იკმარა, ამიტომ დისკის გამოცემისა და კონცერტების შემდეგ საკუთარი გზა აირჩია. 1993 წელს ჰაულეტმა ანონიმურად გამოსცა დამოუკიდებელი დისკი "Earthbound I", რომლითაც მაშინდელი ანდერგრაუნდი ფრიად დაინტერესებული იყო.
Music for the Jilted Generation [რედაქტირება]
1994 წელს გამოვიდა ჯგუფის მეორე სტუდიური დისკი Music for the Jilted Generation. იგი წარმატებით მოხვდა ბრიტანეთის ჩარტების #1 ადგილზე. The Prodigy-ს მუსიკამ შეითავსა მძიმე ტექნოსა და ბრეიქ-ბითის ელემენტები. საკმაოდ ორიგინალური იყო ალბომში ნარკოტიკული სუიტის მოხვედრა (რამდენიმე კომპოზიციისგან შემდგარი ელექტრონული ნომრების) და უფრო როკ-ელემენტებით სავსე კომპოზიციების - მაგალითად, "Their Law".
დისკის წარმატების შემდეგ ჯგუფმა საკონცერტო შემადგენლობა გააფართოვა გიტარის ჯიმი დევიდის მონაწილეობით. ამასთან, კიტ ფლინტის ახალი სასცენო იმიჯით კოლექტივმა ახალგაზრდობის მეტი ყურადღება მიიპყრო. 1996 წელს უკვე მზად იყო ახალი სინგლი, "Firestarter". მაგრამ უფრო მნიშვნელოვან წარმატებას ადგილი შემდეგ წელს ჰქონდა.
The Fat of the Land [რედაქტირება]
The Fat of the Land (1997) იქცა თავისი დროის სავიზიტო ბარათად. მუსიკალურ სცენაზე გამეფებული ელექტრონული ტენდენციების გააქტიურებით The Prodigy-მ გაამარტივა სემპლინგი, გამოიყენა პანკის მსგავსი ვოკალური ელემენტები (კიტ ფლინტის შესრულებით) და შექმნა ნებისმიერი დისკოთეკისა თუ დიჯეისათვის აუცილებელი ალბომი.
The Prodigy-მ როკ-სადგურებზეც შეაღწია - მომაჯადოვებელი "Smack My Bitch Up"-ით. ამ ნომრისათვის ასევე შეიქმნა უცენზურო ვიდეოც, რომელიც MTV-ზე მხოლოდ ღამის ეთერში გადიოდა. ამასთან, თავად კომპოზიციის ტექსტის გამო, ბევრ სკანდალს ჰქონდა ადგილი. რამდენიმე მაღაზიამ უარი განაცხადა ალბომის გაყიდვაზე, თუმცა გრამფირფიტა შემდეგი 20 კვირის განმავლობაში კვლავ იდო მათ თაროებზე. მთლიანობაში ჯგუფმა გაყიდა ალბომის 150.000 ასლი.
1999 წელს ჯგუფმა შეისვება, ხოლო ჰაულეტმა გამოსცა მიქსების საკუთარი დისკი, Dirtchamber Sessions Volume 1.
2002 წელს გამოჩნდა ჯგუფის ახალი სინგლი, "Baby's Got a Temper", კვლავ ჯიმი დევისის გიტარის თანხლებით. ნომერში კვლავ იქნა გამოყენებული გამაღიზიანებელი ლირიკა, რომელმაც გამოიწვია სკანდალები, მაგრამ ჟურნალმა Q იმავე წელს კოლექტივი დაასახელა სიაში "50 ჯგუფი, რომელიც სიკვდილამდე უნდა იხილოთ".
Always Outnumbered, Never Outgunned [რედაქტირება]
The Prodigy-ს მეოთხე სტუდიური დისკი, Always Outnumbered, Never Outgunned გამოვიდა 2004 წლის 23 აგვისტოს (ბრიტანეთი) და 13 სექტემბერს (აშშ). "Girls" დიდი წარმატებით სარგებლობდა.
2005 წელს გამოიცა კრებული Their Law: The Singles 1990-2005, ცნობილი სინგლის Voodoo People ახალი ვერსიით.
მოგვიანებით ასევე გამოდიოდა ჯგუფის პირველი ორი ალბომის სპეციალური გამოცემები, დამატებითი დისკების თანხლებით.
Invaders Must Die [რედაქტირება]
2008 წლის 5 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის პირად ლეიბლზე, Take Me to the Hospital გამოიცა მეხუთე სტუდიური ალბომი Invaders Must Die
ალბომში მოწვეულ სტუმრებს შორის არის დეივ გროლი. წარმატება ასევე იქონია სინგლების "Omen" და "Invaders Must Die" გამოცემამ.
ალბომი გამოვიდა 2009 წლის 21 თებერვალს. სინგლი "Omen" მოხვდა კანადური სინგლების #1 ადგილზე, გამოსვლის პირველივე კვირაში.
ევროპულ გამოცემაში შეტანილი იქნა როგორც კომპაქტ დისკი, ასევე DVD დისკი დამატებითი მასალით.
წევრები [რედაქტირება]
ამჟამინდელი წევრები [რედაქტირება]
- ლიამ ჰაულეტი – კლავიშები, პროგრამირება, კომპოზიციების ავტორობა (1990 – დღემდე)
- კიტ ფლინტი – მოცეკვავე, ვოკალისტი (1990 – დღემდე)
- მაქსიმი – რეპი, ვოკალი (1990 – დღემდე)
ყოფილი წევრები [რედაქტირება]
- ლიროი თორნჰილი – მოცეკვავე, კლავიშები (1990 – 2000)
- შარკი – მოცეკვავე, კლავიშები (1990)
საკონცერტო გამოსვლებზე [რედაქტირება]
- ლეო კრებტრი – დასარტყამები (2008 - დღემდე)
- რობ ჰოლიდეი – გიტარისტი კონცერტებზე (2005 – 2006, 2008 - დღემდე)
ყოფილი საკონცერტო წევრები [რედაქტირება]
- კირონ კიპერი - დასარტყამები, გიტარა (2007)
- "The Rev" – გიტარა (2007)
- "სნელი" – დასარტყამები (ივლისი 2007)
- ბრაიან ფერბერნი – დასარტყამები (2007)
- ჯიმ დევისი – გიტარა (ასევე სტუდიურ ჩანაწერებზე) (1995 – 1996, 2002 – 2004)
- ალი მაკინესი - გიტარა (2001, 2002)
- გიზ ბატი - გიტარა (1996 – 1999)
დისკოგრაფია [რედაქტირება]
სტუდიური ალბომები [რედაქტირება]
EP დისკები [რედაქტირება]
კრებულები [რედაქტირება]სინგლები [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
|
||||||||||||||||||||||||