პორტალი:გერმანია/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Im Westen nichts Neues პირველი გამოცემის გარეკანი
Im Westen nichts Neues პირველი გამოცემის გარეკანი

"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" (Im Westen nichts Neues) არის ერიხ მარია რემარკის პირველი პოპულარული რომანი პირველი მსოფლიო ომის შესახებ, დაწერილი 1929 წელს. თარგმნილია 26 ენაზე და 2.5 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. 1930 წელს მოხდა მისი ეკრანიზაცია და ფილმი ოსკარით დაჯილდოვდა. რომანის მეორე ეკრანიზაცია კი 1976 წელს შეიქმნა.


"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" აღწერს უბრალო ჯარისკაცის თვალით დანახულ პირველი მსოფლიო ომის საშინელებებს. რემარკი თავად იყო ომის ვეტერანი, იგი იბრძოდა 1917 წლიდან ომის ბოლომდე და არაერთხელ იყო დაჭრილი. ეს რომანიც, როგორც მისი რამდენიმე მომდევნო რომანი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა.

რომანის მთავარი გმირი პაულ ბოიმერი 18 წლის ასაკში გაიწვიეს ჯარში. ყაზარმაში რამდენიმე კვირიანი წვრთნის შემდეგ იგი და მისი რამდენიმე მეგობარი გადაისროლეს დასავლეთის ფრონტზე, სადაც იგი უამხანაგდება მასზე უფროს და გამოცდილ ჯარისკაცს კატჩინსკის, რომელიც ახალბედა პაულს და მის მეგობრებს ეხმარება რთულ სიტუაციებში და ასწავლის ფრონტზე ცხოვრებას. რომანში კარგადაა აღწერილი მათი მჭიდრო მეგობრობა.


არქივი•სრულად...