პირფეხიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირფეხიანები
Odontodactylus scyllarus
Odontodactylus scyllarus1
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: კიბოსნაირნი
რიგი: პირფეხიანები
ლათინური სახელი
Stomatopoda

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


პირფეხიანები (Stomatopoda), ფეხსახსრიანთა რიგი უმაღლესი კიბოსნაირების ქვეკლასისა. მათი სხეულის სიგრძე 19-34 სმ აღწევს. აქვთ მოძრავი, ფასეტური თვალები, თავ-მკერდის დიდი ფარი, გრძელი, მძლავრი მუცელი. მკერდის წინა 5 სეგმენტის კიდურები გადაქცეულია ყბაფეხებად, მეორე წყვილი მსხვერპლის დამჭერი აპარატია. კუნთოვან მუცელზე ლაყუჩებიანი 5 წყვილი საცურავი ფეხი განიერ ტოტებს ქმნის. რიგში 150-მდე სახეობაა. გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკულ ზღვებში. იაპონიის ზღვაში გვხვდება 1 სახეობა — კიბო-ჩოქელა. ცხოვრობენ ბენთოსში, მატლები — პლანქტონში. პირფეხიანებს საკვებად იყენებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე , ტ. 8, გვ. 86, თბ., 1984