პატიჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატიჟი, სასჯელი, დასჯა ძველ ქართულ სამართალში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, პატიჟი „უპატიურად და შეჭირვებით პყრობას“ ნიშნავს. ბექას და აღბუღას სამართალში ტერმინი „პატიჟი“ სასჯელის ზოგადი მნიშვნელობით იხმარება, მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში მას საჯარო ხელისუფლებისათვის განკუთვნილი სისხლისსამართლეებრივი ჯარიმის მნიშვნელობაც აქვს. მაგ. დიდებულის მკვლელი ვალდებულია დაზარალებულის სასარგებლოდ კანონით დაწესებული ქონებრივი საზღაურის - „სისხლის“ გარდა „პატრონისა და მაწყუერელის პატიჟი გარდაიჴადოს და დაუურვოს“ (მუხლი 1). პატიჟიდან წარმოდგა „განპატიჟება“ (დასჯა), „პატიჟეულობა“ (სასჯელის დადება) და „პატიჟეული“ (სასჯელდადებული).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოლიძე ი., ძველი ქართული სამართალი, თბ., 1953, გვ. 207-218;
  • დოლიძე ი., ქსე, ტ. 7, გვ. 711, თბ., 1984