პატარძეულის ნაქალაქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარძეულის ნაქალაქარიარქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, უტიაშვილების უბნის გაგრძელებაზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. დაფარულია ქედის ზედა ნაწილის ეროზიის შედეგად ჩამონარეცხი ქვა-ღორღითა და ტყით, მაგრამ მაინც შეინიშნება ეკლესიების, საცხოვრებელი სახლებისა და შიდა პერიმეტრზე მრავალთახჩიანი, მცირე ნაგებობების ნაშთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]