პატარძეულის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარძეულის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხუთასიოდე მეტრზე, ფიცხელაურების კოშკის მახლობლად. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია რიყის ქვით, ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. შემორჩენილია კედლების უმნიშვნელო ფრაგმენტები. ერთ-ერთ კედელში შეიმჩნევა ბუხრის კვალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]