პასაჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პასაჟი — სავაჭრო დაწესებულება, რომელსაც ერქვა „ტფილისის პასაჟი“ (1901-1902), არქიტექტორი ა. შიმკევიჩი. 1935 წელს ჩატარდა კაპიტალური რეკონსტრუქცია, შენობას დააშენეს ზედა სართულები (არქიტექტორი მ. ნეპრინცევი). შენობაში განთავსდა უნივერმაღი „ბავშვთა სამყარო“. 1980-იან წლებში აქ იყო ხალხთა მეგობრობის მუზეუმი. ამჟამად აქ განლაგებულია სხვადასხვა ორგანიზაცია.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ.730