პანამაქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პანამაქსი და ახალი პანამაქსი (ან ნეოპანამაქსი) ― საზღვაო არქიტექტურის ტერმინი. აღნიშნავს სრულად დატვირთული გემების ზომების ლიმიტს, რომელთაც პანამის არხში გავლა შეუძლიათ. ლიმიტსა და მოთხოვნებს პანამის არხის სააგენტო აქვეყნებს გამოცემაში „Vessel Reuqirements“.[1] მოთხოვნები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გამორჩეული მშრალი სეზონური ლიმიტები, ამძრავის მახასიათებლები, კომუნიკაციები და გემების დეტალური დიზაინი.

გემებისთვის დაშვებული ზომები გემსავალი რაბების სიგრძე-სიგანით, არხში წყლის სიღრმითა და ორი ამერიკის ხიდის სიმაღლითაა შეზღუდული. აღნიშნული განზომილებები განსაზღვრავს პანამის არხის მკვეთი გემების ზუსტ პარამეტრებს და გავლენას ახდენს სატვირთო გემების, საზღვაო ხომალდებისა და სამგზავრო გემების დიზაინზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Vessel Requirements. Panama Canal Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-28. ციტირების თარიღი: 2023-01-19.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]