პალის ეხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პალის ეხიარქეოლოგიური ძეგლი ქალაქ სოხუმში.

სადაზვერვო თხრილის სიღრმე 1.50 მ იყო, ფართობი 2X2 კვ. მ. ეხში 7 განსხვავებული ნიადაგისეული ფენა დაფიქსირდა. ამათგან ადრებინჯაოს V და VI ფენები განეკუთვნებოდნენ. კაჟი და ქვა სრულიად უმნიშვნელო რაოდენობისა იყო და აბსოლუტურად უსახური. პალის კერამიკა ზედმიწევნით ანალოგიური აღმოჩნდა ახრა-კაპშის მღვიმის მასალისა. ქილისა და ქოთნისებრი ფრაგმენტები თიხის ცომში დანაყილი კალციტის მინარევით. ძირები ბრტყელი ან ქუსლგაზიდული, ყურები მარყუჟისებური, ორნამენტი წარმოდგენილი იყო შტამპით დატანილი ჰორიზონტალური ზოლებით. არის პრიალაზედაპირიანი ფრაგმენტებიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24490