ოქროფურცელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფურცლოვანი ოქრო
ფურცლოვანი ოქრო გელათის ოთხთავის მინიატიურაზე

ოქროფურცელი, ფურცლოვანი ოქროოქროს მაღალი შემცველობის ლეგირებული ლითონის თხელი ფირფიტა, კილიტა, ფურცელი. გამოიყენება ოქროსაგან განსხვავებული ზედაპირის მქონე მასალისათვის ნამდვილი ოქროს შესახედაობის მისაცემად, მოსაოქროვებლად. დღეს ოქროფურცელი ფართოდ გამოიყენება ნახატის ჩარჩოების, ფიგურების, ავეჯის, არქიტექტურული ელემენტების მოსაოქროვებლად, აგრეთვე ხატწერაში. ძველად იყენებდნენ მდიდრულად შემკული ხელნაწერი წიგნის გასაფორმებლად.

ოქროფურცელი ფართოდ იყო გავრცელებული ქართულ სამწიგნობრო ხელოვნებაშიც. გამოიყენებოდა მინიატიურებისა და თავსამკაულების ფონის შესაქმნელად. საქართველოში ფურცლოვანი ოქროს დასამზადებლად ძვირფასი მეტალის მცირე ზომის, წინასწარ გაბრტყელებულ ნაწილებს აწყობდნენ კარგად დამუშავებული, გლუვი ზედაპირის მქონე, თანაბარი ზომის ეტრატის ნაჭრებს შორის, ათავსებდნენ ბრტყელ ქვაზე და შემდეგ სპეციალური ფართო თავიანი ტყვიის ჩაქუჩით ბეგვავდნენ უთხელესი ფურცლების მიღებამდე. ოქროფურცლის აღსანიშნავად ძველ ქართულ წყაროებში პარალელურად გამოიყენება ტერმინი „პეტალო“, „ოქროპეტალო“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ნ. ჩუბინაშვილი, ქართული ლექსიკონი რუსული თარგმანითურთ, თბ., 1961.
  • აკ. შანიძე, ოქროფორტლთა (მხატვრობაში ხმარებული ერთი შერყვნილი ტერმინის გამართვისათვის), საბჭოთა ხელოვნება, #8, 1970.
  • ვახტანგ VI, წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის, თბ., 1981.
  • დ. გოგაშვილი, ქართულ ხელნაწერ წიგნში გამოყენებული ოქრო (დამზადების წესი, ტერმინოლოგია), საქართველოს სიძველენი XI, თბ., 2007.
  • Манускрипт Теофила, Записки о разных искусствах, М., 1962, вып. 7.
  • А. Ю. Казиев Художественно-технические материалы и терминология средневековой книжной живописи, калиграфии и переплетного искусства, Баку – 1966.
  • Н. Д. Ягело, Полный Персидско – Аравско – Русский словаръ, Ташкент, 1910.
  • Турецко-русский словарь, под редакцией В. А. Гордлевского, М., 1945.