ოქროს წვიმა (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოქროს წვიმა — უეცარი, მოულოდნელი ბედნიერება, რაც ბერძენთა წარმოდგენით ადამიანს ციდან მოევლინება. სიმბოლორად ასეთ სიკეთეს განასახიერებდა ზევსი, რომელიც ოქროს წვიმის სახით მოევლინა მიწისქვეშ ჩამწყვდეულ დანაეს, რის შემდეგაც იშვა ნახევრად ღმერთი პერსევსი.