ორნაწილიანი ფორმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორნაწილიანი ფორმა მუსიკაში — სხვადასხვა თემატურ მასალაზე აგებული ორი პერიოდისაგან შემდგარი ფორმა. ორნაწილიანი ფორმის უმარტივესი სახეობა წარმოადგენს 2 განმეორებითი წყობის პერიოდის დაპირისპირებას. მეორე პერიოდი, რომელიც თემატური მასალით პირველის კონტრასტულია, შესაძლოა ავითარებდეს პირველ პერიოდში მოცემულ აზრს, ავსებდეს ან აჯამებდეს მას. ხშირად მეორე პერიოდის მეორე წინადადება შინაარსით პირველი პერიოდის ორივე წინადადების მსგავსია, და ქმნის რეპრიზას, ამ შემთხვევაში ორნაწილიანი ფორმის მესამე კონტრასტული წინადადება (ე. ი. მეორე პერიოდის პირველი წინადადება) წარმოადგენს მის შუა ნაწილს. ორნაწილიანი ფორმის ასეთი რეპრიზული სახესხვაობა არ უნდა იქნეს არეული 3 ნაწილიან ფორმაში იმდენად, რამდენადაც ორნაწილიანი ფორმის შუა ნაწილი და რეპრიზა წარმოადგენენ ერთ მთლიან პერიოდს, რომელიც პირველს უპირისპირდება.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ორნაწილიანი ფორმა // ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი : რუსულ-ქართული / შემდგ. ა. ყიფშიძე, თბ.: „განათლება“, 1985. — გვ. 196.