ომარაანის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ომარაანის ეკლესია.

ომარაანის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ომარაანში, სოფლის დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებუა ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. სახურავის საფარი და ლავგარდანი ჩამოშლილია, მონგრეულია ღიობების წირთხლები შენობის კამარას და განივ კედლებს ფართო ბზარი დაუყვება. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. ორივე კარი გარედან შეისრულთაღოვანია, შიგნით სწორკუთხა. ღრმა, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია.სარკმლის ორივე მხარეს ორ - ორი ნიშია, სამხრეთის ორივე ნიში სწორკუთხაა, ჩრდილოეთის ნიშებიდან ერთი სწორკუთხაა, მეორე კი სამკუთხა თაღითაა დასრილებული. საკურთხევლის კონქის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა. ნახევარწრიულია კამარაც. ეკლესიას სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედლის ღერძზე თითო სწორკუთხა სარკმელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]