ოლშტინის ტრამვაი
ოლშტინის ტრამვაი – ტრამვაის სისტემა პოლონეთის ქალაქ ოლშტინში. მოქმედებდა 1907-1965 წწ, 2015 წლის დეკემბერში ოლშტინში ტრამვაის სისტემა ხელახლა გაიხსნა.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1907–1939[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოლშტინში ტრამვაის ქსელის აშენება 1905 წელს გადაწყდა. 1907 წლის 15 დეკემბერს ამოქმედდა პირველი ხაზი, რომლის სიგრძე 2,3კმ-ს შეადგენდა.
1945–1965[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1943 წელს ოლშტინში გაიხსნა ტროლეიბუსის პირველი ხაზი, რასაც მოყვა ტრამვაის ხაზების ტროლეიბუსებით ჩანაცვლება და 1965 წლის 20 ნოემბერს ტრამვაი მთლიანად გაუქმდა.
ახალი სისტემის მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოლშტინში ტრამვაის აღდგენაზე მუშაობა 2006 წელს დაიწყო. ოლშტინელი ტრამვაის ფანების აქტიურობით და ქალაქის მერიასთან მათი თანამშრომლობით 2006 წლის 1 მაისს ქალაქის ცენტრში დაიდგა შეკეთებული ისტორიული ტრამვაის ვაგონი. ამავე წელს ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით დაიგეგმა 10,5კმ სიგრძის ტრამვაის ხაზის მშენებლობა, რომელიც 2010 წელს უნდა დასრულებულიყო. 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მიჯნაზე ქსელის მშენებლობა უკვე დასრულებული იყო. 6 დეკემბერს ჩატარდა ღია კარის დღე და ტრამვაის ვაგონმა პირველად გადაიყვანა მგზავრები, სპეციალური სვლით. 19 დეკემბერს გაიხსნა №1 მარშრუტი, 27 დეკემბერს_№2, ხოლო 31 დეკემბერს_№3.
მოძრავი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2017 წლის მდგომარეობით ოლშტინში ექსპლუატაციაშია Solaris Tramino S111o მარკის 15 ტრამვაის ვაგონი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Andrzej Bobrowicz: Olsztyn. In: Tramwaje w Polsce. 1. Auflage. Księży Młyn Dom Wydawniczy, Łódź 2013, ISBN 978-83-7729-215-0, S. 166–170.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პროექტის ოფიციალური ვებგვერდი „ოლშტინის ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაცია და განვითარება“
- ფოტოგალერეა „ოლშტინი ადრე და ახლა“, რომელიც შეიცავს ტრამვაის ფოტოებს
- ოლშტინის ტრამვაის მოძრავი შემადგენლობის მონაცემთა ბაზა და ფოტოები
- ოლშტინის ტრამვაის სქემა
|