ოლღა კალანდაძე-აღასოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლღა კალანდაძე-აღასოვი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი უცნობია
გარდ. თარიღი უცნობია
ჟანრ(ებ)ი მუსიკა
საქმიანობა სოპრანო

ოლღა კალანდაძე-აღასოვიქართველი კოლორატურული სოპრანო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საოპერო თეატრში 1918 წლიდან მოღვაწეობდა. შეასრულა ქრისტინეს პარტია რ. გოგნიაშვილის „ქრისტინეში“. დამოუკიდებელ საქართველოში, 1919 წლის 5 თებერვალს იყო ნინოს როლის პირველი შემსრულებელი დ.არაყიშვილის ოპერაში „თქმულება შოთა რუსთაველზე“; აგრეთვე, ქეთოს პირველი შემსრულებელი ვიქტორ დოლიძის ოპერაში „ქეთო და კოტე“. გასაბჭოების შემდეგ, 1922 წლის 6 მაისს მონაწილეობდა ვიქტორ დოლიძის „ლეილას“ პრემიერაში. მას ლექსი მიუძღვნა ცნობილმა პოეტმა ვ. გაფრინდაშვილმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლეჟავა, ზ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 213.