ოთარ სეფიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოთარ სეფიაშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1930 — გ. 15 ნოემბერი, 2014, ნიუ-იორკი, აშშ) — ქართველი კინომცოდნე, კრიტიკოსი, ჟურნალისტი, სცენარისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

1953 წლიდან გამოაქვეყნა რამდენიმე ათეული რეცენზია, მიმოხილვა და ნარკვევი დოკუმენტური კინოს თეორიისა და კლასიკური ლიტერატურის ეკრანიზაციის პრობლემებზე. იყო ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ რედაქტორის მოადგილე, 1969-1993 წლებში — საქართველოს ტელევიზიის კინოგადაცემათა მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, რამდენიმე წიგნისა და მონოგრაფიის ავტრორი. მისი სცენარებით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები: „დავით გამრეკელი“ (გ. კერესილაძე, 1973), „მიხეილ ჭიაურელი“ (რ. გამცემლიძე, 1974), „ივანე ჯავახიშვილი“ (ჟ. ლომიძე, ი. შველიძე, 1975), „ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში“ (გ. ჭუბაბრია, 1989). 1970-1990 წლებში საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე მიჰყავდა საავტორო პროგრამა „ილუზიონი“. 1997 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში. კინოკრიტიკოსი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩარლი "პატარა ადამიანი"? არა, გმირი (ავტორი)., თბილისი, საქინფორმკინო, 1991, 222 გვ.
  • ჟამი შეკრებად ქვათა : ქართული დოკუმენტ. კინოდილოგია (ავტორი)., თბილისი, საქინფორმკინო, 1990, 28გვ.
  • ჯიმ შვანთე ("მარილი სვანეთს") (ავტორი)., თბილისი, საქ. სსრ სახკინოს სარეკლამო-საგამომც. განყ-ბა, 1981, 50გვ.
  • ლეგენდა ვარსკვლავზე : ნ. ვაჩნაძე (ავტორი)., თბილისი, საქ. სსრ სახკინოს სარეკლამო-საგამომც. განყ-ბა, 1978, 61გვ.
  • მიხეილ ჭიაურელი (ავტორი)., თბილისი, საქ. სსრ სახკინოს სარეკლამო-საგამომც. განყ-ბა, 1978, 45გვ.
  • ომი ეკრანზე (ავტორი)., თბილისი, ხელოვნება, 1975, 183გვ.
  • ეკრანი და დრო (ავტორი)., თბილისი, ხელოვნება, 1969, 348გვ.
  • სიტყვა დოკუმენტურ ფილმში (ავტორი)., თბილისი, 1968, 120გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 161-162

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]