ნუსანტარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნუსანტარა (ინდონ. Nusantara) — ქალაქი ინდონეზიაში, სადაც ქვეყნის დედაქალაქი გადაინაცვლებს ჯაკარტიდან. მთავრობის რეზიდენცია 2022 წელს გადავა ნუსანტარაში, ხოლო 2024 წელს ინდონეზიის სასამართლო. ამავდროულად ჯაკარტა დარჩება ქვეყნის კომერციულ და ფინანსურ ცენტრად. დედაქალაქის გადატანის ძირითადი მიზანი გრუნტის წყლის დონის მატებაა. ყოველწლიურად ჯაკარტის ზოგი რაიონი დაახლოებით 25 სანტიმეტრით იძირება. ამ გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი ჯაკარტაში ჭარბი მოსახლეობის პრობლემაა, ქალაქში და მის გარეუბნებში დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.[1]

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება ნუსანტარა სიტყვათა შეერთების საფუძველზეა წარმოქმნილი. ძველ იავურ ენაზე nusa („კუნძული“) + antara („გარე“), რაც სიტყვასიტყვით შეიძლება ითარგმნოს როგორც „გარე კუნძულები“. თავდაპირველად ეს ტერმინი აღნიშნავდა მაჯაპაჰიტის იმპერიის დაპყრობილ ტერიტორიებს, რომლის ტერიტორიაზეც თანამედროვე ინდონეზია მდებარეობს.[2][3]

მეორე და უფრო გავრცელებული ვერსიით მომავალი დედაქალაქის სახელწოდება ითარგმნება როგორც „არქიპელაგი“.[4][1][5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ინფორმაცია დედაქალაქის გადატანასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2017 წელს გაჩნდა. ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ქვეყნის დედაქალაქის ჯაკარტიდან სხვა ქალაქში გადატანის შესახებ 2019 წელს განაცხადა. ახალი დედაქალაქი ბორნეოს კუნძულის აღმოსავლეთით, აღმოსავლეთი კალიმანტანის პროვინციაში გაშენდება, ქალაქ სამარინდასა და საპორტო ქალაქ ბალიკპაპანს შორის.[6]

2021 წლის იანვრიდან გეგმა ელოდება პარლამენტის დამტკიცებას. მშენებლობა, სავარაუდოდ, დაიწყება COVID-19 ვაქცინაციის კამპანიის დასრულების შემდეგ, 2022 წლის მარტში.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ინდონეზიის ახალ დედაქალაქს სახელწოდება შეურჩიეს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-18. ციტირების თარიღი: 2022-01-18.
  2. „Nusantara“. Kamus Besar Bahasa Indonesia (3 ed.). Badan Pengembangan dan Pembinaan Bahasa. 2016.
  3. Rais, Mohamed Amien; Ng, Taryn; Irwan, Omar; Najib, Muhammad (2004) Putra Nusantara: Son of the Indonesian Archipelago. Singapore: Stamford Press. ISBN 9810499078. 
  4. Indonesia names new capital Nusantara, replacing sinking Jakarta
  5. ინდონეზიის ახალ დედაქალაქს ნუსანტარა დაერქმევა
  6. ინდონეზიას სურს ახალი დედაქალაქის მშენებლობა წამოიწყოს
  7. Indonesia to develop new capital city after vaccine drive (2021-01-24).