ნულის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნულის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ნულში. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია ნაგებია უხეშად თლილი, დიდი ზომის ქვით.

ნაგებობა გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში ვიწრო-თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დევს. სამხრეთით ერთი სწორკუთხა ნიშია. სფერულ კონქზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების საშუალებით. გრძივი კედლები დაყოფილია ერთი წყვილი პილასტრით, თითქმის ტოლ მონაკვეთად. პილასტრი შესასვლელს ებჯინება. კარს მარცხენა მხარეს ნაოთხალი აქვს.

კედლების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. კამარა და კონქის ნაწილი ჩამოქცეულია. გრძივი კედლებისა და დასავლეთი კედლის სარკმლები არ იკითხება. ინტერიერში და ძეგლის გარშემო ყრია ჩამონაშალი ქვა.

აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია მარტივპროფილიანი კარნიზის ნაწილი. ძეგლს მრავალჯერ შეკეთების კვალი ემჩნევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004