ნოკბერგეს ეროვნული პარკი
ნოკბერგეს ეროვნული პარკი
Nationalpark Nockberge | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ავსტრია |
კოორდინატები | 46°53′ ჩ. გ. 13°40′ ა. გ. / 46.883° ჩ. გ. 13.667° ა. გ. |
ფართობი | 184 კმ² |
დაარსდა | 1987 |
ნოკბერგე — ეროვნული პარკი ავსტრიაში, კარინთიის ფედერალურ მხარეში. მისი ფართობი 184 კმ²-ია, შეიქმნა 1987 წელს.
ეროვნული პარკი მდებარეობს ნოკსკიხის მთებში. მის დასავლეთით მდებარეობს ზემო ტაუერნი, ჩრდილოეთით — ქვემო ტაუერნი, სამხრეთით — კარნიის აპლები. ნოკსკიხის მთები თავის ირგვლივ არსებული გარემოსგან განსხვავდება გეოლოგიური სტრუქტურით — არ გააჩნია მახვილი მწვერვალები, მათი უმრავლესობა მომრგვალებულია და გადაჭიმულია ბორცვებსა და ფართო მდელოებს შორის. პარკის შუა, უმაღლესი ნაწილი — ალპური მდელოებისა და საძოვრების ზონა, პარკის ტყეების განაპირას მდებარეობს.
ეროვნულ პარკში ბინადრობს მრავალი ცხოველი, მათ შორის უიშვიათესი, საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობები. მკაცრადაა დაცული ფლორა და ალპური მდელოები.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2008-04-10 საიტზე Wayback Machine. (გერმანული), (ინგლისური)