ნოდარ გრიგოლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნოდარ გრიგოლია (დ. 1 ივნისი, 1944, ჭოგნარი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1968–1971 წლებში იყო ყაზახეთის სსრ ცელინოგრადის ოლქის ათბასარის რაისაავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი. 1971–1974 წლებში ასპირანტი. 1975–1982 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასისტენტი. 1982–1991 წლებში დოცენტი. 1992–1994 წლებში პროფესორი. 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა №3 კათედრის გამგე. ავტორია 152 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: „კარდიოსპაზმი“ და „კლინიკური ქირურგია.“ მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. წლების განმავლობაში მუშაობდა აკადემიკოს ე. ფიფიას ხელმძღვანელობით და ითვლება მის მოწაფედ.

1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „წყლულოვანი დაავადების თავისებურება მოხუცთა და ხანში შესულთა ასაკში.“

1989 წელს დაიცვა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიულ საბჭოზე სადოქტორო დისერტაციის თემა — „წყლულოვანი დაავადების კლინიკა და მკურნალობა ქალებში.“

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქირურგიული დაავადებები : სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისათვის თბილისი, მერიდიანი, 2012, გვ. 550 - ISBN: 978-9941-10-639-2
  • ზოგადი ქირურგია : სახელმძღვ. სამედ. უნ-ტის სტუდ. და ახალგ. ექიმებისათვის - თბილისი, მერიდიანი, 2005, გვ. 382 ISBN: 99940-46-00-4
  • ქირურგიული დაავადებები : სახელმძღვ. სამედ. უნ-ტის სტუდ. და ახალგ. ექიმებისათვის, თბილისი, მერიდიანი, 2005 გვ. 507 - ISBN: 99928-32-47-9
  • კლინიკური ქირურგია : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტების სტუდ. თბილისი, 1996, გვ. 416

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 81

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]