ნოგყაუს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნოგყაუს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ნოგყაუს შუაში, გზის პირას. აგებულია XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე.

ეკლესია დარბაზულია (6x5 ), ნაგებია სხვადასხვა ფერის დაუმუშავებელი ბაზალტის ქვით. ჭარბობს ღვინისფერი. კარ-სარკმლების წირთხლებში და გარეთა კუთხეებში გამოყენებული ქვები უკეთაა დამუშავებული. შენობის გადახურვა ჩანგრეულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი თაღოვანია. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში ეკლესიის ერთადერთი ვიწრო და მაღალი სწორკუთხა სარკმელია, რომელიც გარეთკენ მკვეთრად ვიწროვდება. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო მცირე ნიშია. სამხრეთ ფასადზე, კარის გადამხურავ სამივე ქვაზე, ამოკვეთილია მარტივი სიმბოლოები. შუა ქვაზე, თაღის პარალელურად, ნახევარკალია ამოკვეთილი, დასავლეთით მდებარე ქვაზე — ხელის მტევანი, აღმოსავლეთით — ორი ნიშანი: ერთი ურმის თვალს ჰგავს, მეორე — გაჭრილ ვაშლს. ფასადებზე აქა-იქ შეიმჩნევა ჯვრის გამოსახულებები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]