ნიკოლოზ კოპერნიკი
ვიკიპედიიდან
ნიკოლოზ კოპერნიკი (დ. 19 თებერვალი, 1473 — გ. 24 მაისი, 1543) — ცნობილი პოლონელი ასტრონომი. განუზომლად დიდია მისი ღვაწლი სამყაროს შესწავლის საქმეში.
მაშინდელი ეკლესია ამტკიცებდა, რომ სამყაროს ცენტრი დედამიწაა და მის გარშემოა განლაგებული მზე და ვარსკვლავებიო. კოპერნიკმა, ხანგძლივი კვლევა-ძიების შედეგად დაამტკიცა, რომ ჩვენი ხილული სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზეა. დედამიწაც, როგორც საერთო პლანეტა, ბრუნავს მზის გარშემო. ამ აღმოჩენით საფუძველი ჩაეყარა ჰელიოცენტრისტულ სისტემას (ბერძნ. ‘ήλιος „ჰელიოს“ ნიშნავს მზეს, ლათ. centrum „ცენტრუმ“ — ცენტრს).
კოპერნიკი ვერ მოესწრო თავისი წიგნის გამოცემას, ხოლო როცა მისი ნაშრომი დაიბეჭდა, კათოლიკურმა ეკლესიამ, ის აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანა.