ნიკოლა კარაბატიჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლა კარაბატიჩი
Nikola Karabatić.JPG
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი ნიკოლა კარაბატიჩი
მეტსახელ(ებ)ი “ნიკო”
ეროვნება ფრანგი
დაბ. თარიღი 11 აპრილი, 1984
დაბ. ადგილი ნიში, სერბეთი
სიმაღლე 196 სმ.
სპორტი
სპორტი ხელბურთი
კლუბი მონპელიე

ნიკოლა კარაბატიჩი (დ. 11 აპრილი, 1984), დაიბადა ქალაქ ნიშში, სერბი დედისა და ხორვატი მამის ოჯახში, “ნიკო”-ს მამა ბრანკო კარაბატიჩი ასევე იყო ხელბურთელი, ოჯახი საფრანგეთში საცხოვრებლად გადავიდა როდესაც ნიკო 3 წლის იყო, მამამისმა კი დაიწყო მისი ხელბურთში მომზადება ნიკოლა კარაბატიჩის პირველი პროფესიონალური გუნდი იყო “მონპელიე” , სადაც მოიპოვა უამრავი პრიზი როგორც საკლუბო ასევე ინდივიდუალური, კერძოდ: საფრანგეთის ჩემპიონი 2002,2003,2004,2005 წლებში, ჩემპიონთა ლიგის მფლობელი 2003 წ. საუკეთესო მარცხენა საყრდენი 2004 და 2005 წ.წ

2005 წლიდან მის კარიერაში დაიწყო ახალი ეტაპი, როდესაც ,ის ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ “კილ”-ში გადავიდა, თავისი თამაშის სტილითა და ექსტრავაგანტულობით უმალ მოიპოვა გერმანელ ქომაგთა სიმპატიები, 2007 წელი მის კარიერაში შეიძლება საუკეთესოდ მივიჩნიოდ, რადგან გახდა გერმანიის ჩემპიონი, მოიგო ჩემპიონტა ლიგა, გახდა ჩემპიონტა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 89 გატანილი გოლით, ასევე გერმანიის ჩემპიონატის MVP 2009 წელს გერმანული კილიდან გამოისყიდა 1.5 მილიონ ევროდ ფრანგულმა “მონპელიემ” , სადაც თამშობს მისი უმცროსი ძმა ლუკა კარაბატიჩი

ეროვნული ნაკრები[რედაქტირება]

მისი პირველი სანაკრებო დებიუტი შედგა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის წინააღმდეგ, მას შემდეგ “ნიკო” არის საფრანგეთის უცვლელი და ამავე დროს წამყვანი მოთამაშე, სანაკრებო დონეზე ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული აქ ბრინჯაოს( 2008 წ ) და ოქროს( 2006 წ ) მედლები, მსოფლიო ჩემპიონატი: ბრინჯაო( 2003 და 2005 წ.წ ) და ოქრო ( 2009 წ ), ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქრო ( 2008 წ.) 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე გახდა საუკეთესო ბომბარდირი ხორვატ ივანო ბალიჩათან და დანიელ ლარს კრისტიანსენთან ერთად 44-44 გოლით, კარაბატიჩი არის ამავე ტურნირის “ყველაზე ღირებულ მოთამაშედ” დასახელებული.

ბუნდესლიგა[რედაქტირება]

სეზონი Verein თამაშის კლასი თამაში გოლი 7-მეტრი Feldtore
2005/06 THW Kiel ბუნდესლიგა 34 227 71 156
2006/07 THW Kiel ბუნდესლიგა 31 206 23 183
2007/08 THW Kiel ბუნდესლიგა 30 216 29 187
2008/09 THW Kiel ბუნდესლიგა 26 110 15 95
2005-2009 gesamt ბუნდესლიგა 121 759 138 621

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]