ნელი გოფმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნელი გოფმანი (დ. 1917, თბილისი — გ. 2005) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, ქიმიკოსი.

1940 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი.

1941-1944 წლებში გოფმანების ოჯახი გაასახლეს ჯერ ყაზახეთში, ხოლო შემდეგ ბოლნისის რაიონში. 1945 წელს დაბრუნდა საქართველოში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო ქიმიის ინსტიტუტის სილიკატების ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად დაიწყო მუშაობა. 1946-1998 წლებში ის საქართველოს პოლიტექნუკური ინსტიტუტის ელექტროქიმიის კათედრაზე მოღვაწეობდა და თავის ნიჭსა და უნარს არ იშურებდა ქვეყნისათვის საჭირო პროფესიული და სამეცნიერო საკითხების გადაჭრაში. მისი სამეცნიერო მიმართულება ელექტროქიმიური ტექნოლოგია იყო და ამ სფეროში გამოქვეყნებული აქვს 80-მდე ნაშრომი, სახელმძღვანელო. მისი კვლევის შედეგები დანერგილია მაგნიუმის ჰიდტოელექტრომეტალურგიულ წარმოებაში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქალაქის საწარმოთა გალვანოტექნიკოს-ინჟინრების სემინარებს, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა ქარხნის თანამშრომლებისათვის.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამოყენებითი ელექტროქიმია : დენის ქიმიური წყაროების, ლითონთა კოროზიისა და გალვანოტექნიკის ლაბორატორიული პრაქტიკუმი - თბილისი, განათლება, 1973, გვ. 356

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1977 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ინჟინერი ქალები, თბილისი 2008, გვ. 41-42

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]