ნელი ბაბუნაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნელი ბაბუნაშვილი (დ. 29 ივლისი, 1933) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან.ჰიგიენური ფაკულტეტი.

1958 წელს იყო რესპუბლიკური ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი. 1960 წელს პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1968 წელს ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1994 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელია. ამზადებს ექიმებს ელექტროფიზიოლოგიაში, კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტის პედიატრიულ ფაკულტეტზე კარდიოლოგიაში. ავტორია 100 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას ნორმისა და პათოლოგიის დროს.

1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ჯანმრთელ ბავშვთა ელექტროკარდიოგრაფიული და ბალისტოკარდიოგრაფიული მონაცემები და მათი ურთიერთკავშირი ასაკობრივ ასპექტში“.

1994 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „გულ–სისხლძარღვთა სისტემის თავისებურება და გულის რიტმის მათემატიკური ანალიზი ქრონიკული ტონზილიტისა და ალერგიული დაავადებების დროს ბავშვებში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 26

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]