ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა — აზერბაიჯანის რესპუბლიკის ავტონომიური რესპუბლიკა. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ნახიჩევანია, დაარსდა დაახლოებით 1500 წ. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებობს ისტორიული ძეგლები, მავზოლეუმები, მუზეუმები, რომელთა უმრავლესობა ახლა გახდა ღირშესანიშნაობები[1].
2014 წლის 11 თებერვალს ვასიფ თალიბოვმა გამოსცა ბრძანება “ისტორიული ძეგლის ალიჯას კოშკის აღდგენის შესახებ”. ამ ბრძანების ხელმოწერის შემდეგ აღმოჩენილ იქნა VII საუკუნის ვერცხლისა და სპილენძის მონეტები, ასევე ციხის არქიტექტურულ სტილთან დაკავშირებული ფაქტები[2].
იუსუფ იბნ კუსეირის მავზოლეუმი ნახიჩევანის არქიტექტურული სკოლის ერთ-ერთი მაგალითია. მავზოლეუმი შედგება მიწისქვეშა და ზედაპირული ნაწილისაგან და აშენებულია რვაკუთხა ფორმით[4].
XX საუკუნის აზერბაიჯანული არქიტექტურის ერთ-ერთი მაგალითია გულისტანის საფლავი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ჯლფას მახლობლად. სხვა ძეგლებისაგან განსხვავებით, იგი ქვისგანაა აშენებული[6].
სპარსი პოეტისა და ფილოსოფოსის ნაიმის საფლავი, მეჩეთი, უცნობი ძეგლის ნანგრევები და სხვა ნაგებობები გადარჩა ისტორიულ არქიტექტურულ კომპლექსში, რომელიც დათარიღებულია შუა საუკუნეებით და რომელიც მდებარეობს სოფელ ხანეგაში.
ძველი შუასაუკუნის ციხე ქალაქ ნახიჩევანის სამხრეთ-აღმოსავლეთით. სავარაუდოდ, ციხე აშენდა სასანიდთა მმართველის იეზდეგერდ III-ის (632/633 — 651/652) ბრძანების საფუძველზე.
გეისარიის ძეგლი, მე -17 საუკუნის ძეგლი ორდუბადში. საბჭოთა ეპოქის დროს შენობის ერთი ნაწილი საწყობად იყო გამოყენებული, მეორე მხარეს სასადილო ოთახად. ძეგლი ააშნა 1978 წელს ორდუბადელმა არქიტექტორმა ზაქირ ბაბაევმა. შენობა 1981 წლიდან ფუნქციონირებს როგორც ორდუბადის რაიონის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.
მავზოლეუმი კვადრატული ფორმისაა. მშენებლობის თარიღი მავზოლეუმის შესასვლელშია ამოტვიფრული. კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული წყაროების მიხედვით, რამდენიმე საფლავის კონსტრუქცია იყო, რომელიც ჩვენამდე არ შემორჩა. 2004 წელს კომპლექსი დარესტავრირდა.