ნარცხლის ნამოსახლარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნარცხლის ნამოსახლარები — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს აღმოსავლეთით, 2 კილომეტრი მოშორებით, ნარცხლისხევის მარჯვენა ნაპირზე. თარღდება ძვ. წ. II ათასწლეულის საწყისი საუკუნეებით.

ძეგლი შეისწავლა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძთვანელობით. ძეგლზე აღმოჩნდა ხუთი ნამოსახლარი.

პირველი ნამოსახლარი გამართულია თავმრგვალი ბორცვის თხემზე, რომელსაც გამშემოუყვება ორი თავდაცვითი თხრილი. თხემზე შეიმჩნევა ქაოსურად დაყრილი დიდი ლოდები. ბორცვის დასავლეთ ნაწილში კედელიცაა.

მეორე ნამოსახლარი ფორმით ოთხკუთხედს წააგავს, მას ერთრიგად შემოსდევს დიდი ლოდები, რომლებიც შესაძლოა თავდაცვითი გალავნის ნაწილი ყოფილიყო და თავდაცვითი თხრილი. ძეგლზე აიკრიფა მცირე რაოდენობის თიხის ჭურჭლების ფრაგმენტები.

მესამე ნამოსახლარი სამი მხრიდან ბუნებრივადაა დაცული, აღმოსავლეთით შემოზღუდულია დამრეცი ფერდობით, სამხრეთიდან მშრალი ხევით, ხოლო ჩრდილოეთიდან ნარცხლისხევი. ძეგლი რელიეფს მხოლოდ დასავლეთიდან ებმის, სადაც ხელოვნური თავდაცვითი თხრილია გაჭრილი. ნამოსახლარის თხემი ოთკუთხაა. იგი სწრორია და აღმოსავლეთითი ოდნავაა დაფერდებული. ნამოსახლარის კიდეზე შეინიშნება ქვის წყობა, რომლებიც შესაძლოა თავდაცვითი გალავნის ნაწილი ყოფილიყო. ძეგლზე ძალზედ მწირე ასაკრები არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა.

მეოთხე ნამოახლარი მოგრძო ოთხკუთხა ფორმისაა, რომელიც სიგრძივ დამხობილია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. ბორცვის ჩრდილო-დასავლეთით შეიმჩნევა სუსტად გამოხატული, თავდაცვითი თხრილი. ნამოსახლარზე აქა იქ დიდი ლოდები ყრია. ძეგლზე აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, მათ შორის შავად გამომწვარი, ვარდისფერ სარჩულიანი კერამიკა, ობსიდიანის ანატკეცები და ქვის სარკმელები.

მასალა ინახება სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]