ნათელა გუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნათელა გუნია (დ. 7 აგვისტო, 1941, მოსკოვი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1965–1966 წლებში იყო რუსთავის საავადმყოფოს ექიმი–თერაპევტი. 1966–1975 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1975 წლის მარტიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის ასისტენტია. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ჰუმორული და უჯრედული ფაქტორების როლს ბრონქული ასთმის პათოგენეზში.

1973 წელს საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებისა და სენსიბილიზაციის ჰემატოლოგიური მაჩვენებლების კვლევა სხვადასხვა ფორმის ბრონქული ასთმის დროს დაიცვა.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 82

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]