ნავთიანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნავთიანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ნავთიანის ჩრდილო-დასავლეთით, შემაღლებულ ბორცვზე. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია არასწორი ზომის, მცირე ნატეხი ქვით. შიდა სივრცე გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც შემაგრებულია საბჯენი თაღით.ეკლესია განათებულია აღმოსავლეთის და დასავლეთის სარკმლებით. შესასვლელი სამხრეთ კედელშია დატანებული. ძეგლის ირგვლივ მოქმედი სასაფლაოც არის გვიანფეოდალური ხანის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7945