ნაგომევის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაგომევის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომევში. ნანგრევი დათარიღებულია გვიანი შუა საუკუნეებით.

სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით 4 კმ-ზე, ტრიალ მინდორში დგას დარბაზული ეკლესია. ძეგლი შორიდანაც კარგად მოჩანს. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით.

ეკლესია გეგმით უაბსიდო, სწორკუთხა მოხაზულობისაა, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. კედლების სიმაღლე 2-2,5 მეტრს აღწევს, ზოგან უფრო ნაკლებია. აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია ნალესობის ფრაგმენტები. შესასვლელის კვალი დასავლეთ კედელში იკითხება. კამარა და კონქი ჩამოქცეულია, ინტერიერი ამოვსებულია მიწითა და ქვით. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონში გამოსახულია წყობაში ჩაძირული ჯვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 149-150