ნაგომარის წმინდა მარინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაგომარის წმინდა მარინეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგომარის წმინდა მარინეს ეკლესია ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე, შელესილია ცემენტის ხსნარით. ეკლესიის კუთხეები რესტავრირებულია . ეკლესია გეგმით ჯვრის ტიპისაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. აფსიდაში სამი მაღალი, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ცენტრალური სარკმლის ქვეშ ტრაპეზის ქვაა. ჩრდილოეთით ორი თაღოვანი ნიშაა. საკურთხევლის წინ ერთსაფეხურიანი სოლეაა. მკლავებში სიმეტრიულადაა განლაგებული წყვილი სარკმლები და განიერი შესასვლელები. შესასვლელები გარედან არქიტრავულია, შიგნიდან - თაღოვანი. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ეკლესია საფეხურისებური კარნიზით მთავრდება. საბურავად გამოყენებულია თუნუქი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10752