მშველიეთის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მშველიეთის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მშველიეთში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია მდებარეობს სოფელ ლარგვისის წმ. თევდორეს სახელობის სამონასტრო ანსამბლის ჩრდილო-დასავლეთით 70-80 მეტრში, მთის ფერდზე. ამჟამად ძეგლი დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთი კედელი ბათქაშის ნაშთით. ბათქაშზე ჯერ კიდევ იკითხება ფრესკული წარწერის ფრაგმენტები „ .... რგი..... სენე....უფალ.....“. წარწერის ქვეშ ნიშაა. ეკლესია გეგმით სწორკუთხა ყოფილა. სწორკუთხა საკურთხევლის ცენტრში იკითხება სარკმლის კვალი.

სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი კლდოვანიქვა და კირისდუღაბი. ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილი ინტერიერის მხარეს ოვალურად იწევს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეკლესია შიგნიდან გადახურული ყოფილა კამარით. მიმობნეული სამშენებლო მასალიდან ჩანს, რომ ეკლესიას ჰქონია შირიმის კარნიზი. ამჟამად ეკლესიის ინტერიერი ნიშის დონემდე ამოვსებულია მიწითა და ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 140-141