მუხრანის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუხრანის სასახლე — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში. თარიღდება XIX საუკუნით. სასახლე ეკუთვნოდა ბურების მეორე ომის მონაწილე ნიკო ბურს.

სასახლე სამსართულიანია, ნაგებია აგურით. დგას გლუვ ცოლოკზე. მთავარი შესასვლელი აღმოსავლეთითაა. შესასვლელის ღერძზე ორმარშიანი კიბის უჯრედია. პირველ სართულზე კიბის უჯრედის სამხრეთით ერთი დარბაზია, ჩრდილოეთით კი ორი ოთახი, რომელთა შორის ვიწრო დერეფანია. დერეფნის ერთი ბოლო კიბის ოჯრედს უკავშირდება, მეორე კი დამხმარე სათავსს. მეორე სართულის გეგმა ძირითადად პირველისას ემთხვევა. მესამე სართულზე უფრო პატარა ოთახებია ვიდრე პირველსა და მეორეზე. თითქმის ყველა ოთახში გვხვდება ბუხარი და ნიში.

აღმოსავლეთ ფასადზე პირველსა და მეორე სართულზე თაღოვანი, ექვსმალიანი ლოჯებია, ხოლო მესამეზე, ფრონტონის ცენტრალურ ნაწილში ხისსვეტებიანი, აჟურული თაღებითა და მოაჯირებით შემკული სწორკუთხა აივანი. სამხრეთით, მესამე სართულზე ასეთივე აივანია, მეორეზე კი ეკინის შეკიდული აივანი. სასახლის ჩრდილოეთ-დასავლეთით, ორი სართულის სიმაღლეზე, ვიწრო, სწორკუთხა დამხმარე სათავსი არქვს მიშენებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]