მუშევანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუშევანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში. აგებულია XVI-XVIIIებში.

ეკლესია დგას ბოლნისისწყალსა და მაშავერას ხეობათა გამყოფ ქედზე, ტყეში. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობაში რამდენიმე ბრტყელი კრამიტია გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი გარედან არქიტრავით ყოფილა დასრულებული, შიგნიდან კი თაღით. სარკმელი სამი აქვს: აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის. აფსიდა ნახევარწრიული შვერილითაა გამოყოფილი დარბაზისგან. სარკმლის ორივე მხარეს თითო ფართო თაღოვანი ნიშია გაკეთებული. დარბაზის შუა ნაწილში მძლავრი წყვილი პილასტრი ქონია, რომელზეც გადაყვანილ თაღს კამარა ეყდრნობოდა. ეკლესია კრამიტით ყოფილა დახურული (პერიმეტრზე შემორჩენილია ნატეხები). ტაძრის ჩრდილოეთით 30 მეტრში შუა საუკუნეების სამაროვანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39390